ექიმის დაჭრის ფაქტი

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელს, გიორგი გალდავას, რომელიც საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ქირურგის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

სავარაუდო ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჯერ არ ჰყავს.