ექიმების საქმე - ოჯახის განცხადება

კომაში მყოფი პაციენტის ადვოკატები, რომელსაც ოპერაცია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, სამედიცინო კონსილიუმის შეკრებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, კომატოზური მდგომარეობიდან გოგონას გამოსაყვანად მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ოჯახი სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე მედიასთან კომენტარის გაკეთებას აღარ გეგმავს.

შეგახსენებთ, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გუშინ აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

დატოვე კომენტარი