საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 22 წლის გიული სურმანიძეს სჭირდება. გოგონამ 11 წლის ასაკში ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგა მეტყველება და გადაადგილების უნარი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას უჭირს საკვების მიღებაც. 22 წლის გიული სურმანიძის გადასარჩენად აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. ოჯახს ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. აუცილებელია 35 ათასი ამერიკული დოლარის შეგროვება. გიული სურმანიძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.