საქველმოქმედო განცხადება

საზოგადოების დახმარება 28 წლის მეგი შურუპოვს სჭირდება.

2020 წლის სექტემბერში გოგონას მწვავე ლიმფობლასტიური ლეიკემია დაუდგინდა.  იანვარში ჩაუტარდა ძვირად ღირებული ოპერაცია – ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აპრილის თვეში კი გადანერგვის შემდგომი გართულებით ის უმძიმეს მდგომარეობაშია. მეგის სიცოცხლის გადარჩენას კვლავ სჭირდება გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია.  მკურნალობის კურსი ამჟამად თურქეთში გრძელდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ყველას ვისაც აქვს 28 წლის მეგის დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხის  ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეუძლია.