საქველმოქმედო განცხადება 

18:39, 05.06.2024

საზოგადოების მხარდაჭერა 24 წლის გელა ნაროზაულს სჭირდება.

ახალგაზრდა მამაკაცს ტუბერკულოზური მენინგო-ენცეფალიტის დიაგნოზი დაუდგინდა. ამ ეტაპზე გელა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახალგაზრდა მამაკაცს მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ, თურქეთში ესაჭიროება, რაც სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ყველას, ვისაც გელა ნაროზაულის დახმარების სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.

მსგავსი