საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის სამუშაო პროცესი დაიწყო.
პროცესი გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება, პროგრამის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად, კოჯრის ტყეში, ტყის ეროვნული აღრიცხვის სადემონსტრაციო საველე სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.