სოფელ ჩორჩანასთან არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნიდერლანდების სამეფოს ახალმა ელჩმა. დიპლომატმა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობასა და განათლების სფეროს პრიორიტეტულობას. დავით ზალკალიანმა ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, ისაუბრა ბორდერიზაციის პროცესზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ამასთან, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, საქართველოს ძალისხმევაზე.
ელჩის განცხადებით, ნიდერლანდები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.