სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2021 წლის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. გრიგოლ ლილუაშვილმა გასულ წელს განვითარებულ უსაფრთხოების პროცესებზე და უწყების მიერ საფრთხეების და გამოწვევების საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების უკანონო აქტივობების შესახებაც. ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის მიზანი, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელებაა.