შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან

შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი სენატორებს ბენ კარდინსა და ლინდსი გრემს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ.

ელჩმა სენატორებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარეებმა განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივები, როგორიცაა აშშ-ის ფისკალური წლის საბიუჯეტო კანონი და თავდაცვის ეროვნული ავტორიზაციის აქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მხარდამჭერი აქტის პერსპექტივას, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს ექნება განგრძობითი ხასიათი აშშ-ის სენატში. დავით ზალკალიანმა სენატორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.