დავით ზალკალიანი დანიის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები, მათ შორის, საქართველოს გადაწყვეტილება, ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის.

დანიის პირველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.