საქართველოში „ეარ მალტა“ ოპერირებას იწყებს

თბილისი – მალტა – პირდაპირი ფრენები 4 ივლისიდან. საქართველოს ავიაბაზარზე „ეარ მალტა“ იწყებს ოპერირებას. რეგულარული რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება. ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ და ავიაკომპანიების წარმომადგენლებმა გააცნეს საზოგადობას. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.