საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მალტაში

მალტაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, წევრები კი საგარეო მიმართულების კომიტეტის თავმჯდომარეები არიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელებთან და რესპუბლიკის პრეზიდენტთანაც. #მოამბე მალტიდან