საქართველოს ავიაბაზარზე „ეარ მალტამ” ოპერირება დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია „ეარ მალტამ” დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ეარ ბას ა 320“ ტიპის თვითმფრინავით შესრულდა.

მგზავრებს საზღვარზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი „ჩიკორი“ დაურიგდათ, მალტის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს კი ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები გადაეცათ.

რეგულარული რეისები მალტადან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათობით შესრულდება.