მოკლული ჟურნალისტის საქმის ახალი დეტალები  

მალტაში ორი წლის წინ მოკლული ჟურნალისტის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება.

დანაშაულთან კავშირის გამო ცნობილი ბიზნესმენია დაკავებული. გახმაურებული საქმის ახალმა დეტალებმა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოში მღელვარება გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიზნესმენის უკან კონკრეტულ პოლიტიკოსებს ხედავს. სამართლიანი გამოძიების წარმოების მოთხოვნით ვალეტაში დემონსტრაციები დაიწყო. ქუჩაში გასულები საქმეზე პასუხისმგებელი პირების მკაცრად დასჯას ითხოვენ. გაისმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნაც. მოქალაქეთა ნაწილის აზრით, ჟურანლისტის საქმე მთავრობის მეთაურისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.