ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში

საქართველოს 17 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მალტა ანგარიშით 7:4 დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს.

კუნძულელთა დამარცხებით, ქართველმა ახალგაზრდებმა ათეულში ადგილი გაინაღდეს. მეცხრე ადგილისთვის კი ჩვენი გუნდი ხვალ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი საქართველოსა და ხორვატიას შორის ხვალ, 16 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.