საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მალტის რესპუბლიკაში

მხარდაჭერა მალტიდან.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამჯერად მალტელ კოლეგას გააცნო და წლის ბოლოს ევროპული საბჭოს მიერ მისაღები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში ქვეყნის მხარდაჭერა სთხოვა. ქართულმა დელეგაციამ მალტის პარლამენტის სპიკერისგან ევროინტეგრაციის გზაზე დახმარების პირობა მიიღო. 12 პუნქტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების გარდა საუბარი იყო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივაზე, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. დაგეგმილია შეხვედრა მალტის პრეზიდენტთანაც, რის შემდეგაც ვიზიტი იტალიაში გაგრძელდება.