ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან, 27 აპრილიდან, საქართველოში დაწესებული აკრძალვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო. მოხსნილ შეზღუდვებს შორისაა ავტომანქანებით გადაადგილება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე. ასევე გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები, თუმცა ვაჭრობა მხოლოდ რეკომენდაციების დაცვით მოხდება.