საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება - რა ერთობლივი ღონისძიებებია დაგეგმილი
საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეები ჩატარდება. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორია ბელარუსის საელჩო საქართველოში.
კულტურის დღეების ფარგლებში, 16-17 ნოემბერს, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება. ამასთან, იგეგმება ბელარუსსა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება.