ბელარუსის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

ლუკაშენკოს შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ბელარუსის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა.

რუსეთ-ბელარუსის კავშირის წევრები აფხაზეთის არ აღიარებულ პრეზიდენტს შეხვდნენ და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. მმართველი გუნდი მკაცრი რეაგირების პირობას დებს და ბელარუსის ეროვნული კრების წევრების საქციელს, პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტის გაგრძელებას მიიჩნევს. ჯერ უცნობია, დაიბარებენ თუ არა წინა შემთხვევის მსგავსად ბელარუსის ელჩს საგარეო უწყებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. მმართველი პარტიის დეპუტატები მინსკს იმ მძიმე შედეგებზე აფრთხილებენ, რაც ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაშია მოსალოდნელი.

ხელისუფლების რეაქცია არასაკმარისია ოპოზიციისთვის.