ვითარება ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ათასობით მიგრანტს და პოლონელ სამართალდამცველებს შორის რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, ვითარება დამშვიდდა.

ბელარუსის ხელისუფლებამ სასაზღვრო მონაკვეთიდან მიგრანტების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მიზეზი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კონცენტრაცია გახდა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ კრიზისი რუსეთის მოკავშირე ბელარუსის მხრიდან იყო მართული, რაც ევროკავშირის მხრიდან ლუკაშენკოს ხელისუფლებისთვის დაწესებულ სანქციებს მოჰყვა. ბელარუსში ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების ჩასვლის პროცესში მინსკი მონაწილეობას არ იღებს.