დაძაბულობა სუვალკის დერეფანთან

უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთს და ნატოს ქვეყნებს შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება.

რუსეთს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე წინა ხაზზე ბელარუსი ჰყავს გამოყვანილი, სადაც რუსი სამხედროების რაოდენობა მუდმივად მზარდია. ბელარუსის მიერ პოლონეთის საზღვრის დარღვევამ ოფიციალური ვარშავა აიძულა, აღმოსავლეთ საზღვარზე ათასზე მეტი ჯარისკაცი გაეგზავნა. ვარშავა ამტკიცებს, რომ ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმები კრემლის მიერ არის კოორდინირებული, რაც ნატოს დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. რუსი და ბელარუსი სამხედროების კონცენტრაცია პოლონეთ-ლიეტუვის საზღვართანაც შეინიშნება, რის გამოც პოლონეთი რუსეთისგან ნებისმიერი სცენარის განვითარებას ელოდება. ვილნიუსი და ვარშავა აღმოსავლეთ საზღვარს აძლიერებენ.