საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი მიმდინარეობს თბილისში. მონაწილეობს 250 დელეგატი. ღონისძიება გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმართება. მხარეები სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.