საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

15:08, 02.08.2023

საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ მნიშვნელობას და ხდება მთავარი დამაკავშირებელი ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის – ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობას. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა, იგივე შუა დერეფანი, არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკას უფრო გააძლიერებს.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელია ანაკლიის პორტის არსებობა, რომელიც ევროპიდან აზიის და პირიქით, აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთს გაატარებდა.

მსგავსი