ბიზნესფორუმი

უკრაინელი ლტოლვილების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად და მათთვის ბიზნესგარემოს შესაქმნელად მემორანდუმი გაფორმდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა კავკასიასა“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ შორის.

აღნიშნული მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკურ მხარდაჭერასა და მათთვის გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული და უკრაინული ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საწყის ეტაპზე „ქეა კავკასია“ ათ უკრაინულ ბიზნესიდეას დააფინანსებს.