ბიზნეს ფორუმი თბილისში

თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის 250 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი და ინვესტორთა ჯგუფი. მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. სტუმარმასპინძლობა, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა ის სექტორებია, სადაც ფორუმის სტუმრების მხრიდან ინვესტირების ყველაზე დიდი სურვილი გამოითქვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით 10-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.