საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. გაცნობით შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა ერიკ ჰოეგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ქართულ სოფლებში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ნორმებს, რაც რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.