ლევან იზორია – ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, რათა სოსო ოსორაულთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს
კონგოში დატყვევებული მფრინავი სოსო ოსორაულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა. ლევან იზორიას თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს რაც შეიძლება მალე დადგინდეს სიმართლე.
“პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ასე რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას, ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდიდით ინფორმაციას. მათ შორის, მე ჩემი ინიციატივით შევხვდი მის ძმას. ამოცანა იყო ერთადერთი, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ კოორდინორებულად მუშაობს თავდაცვის უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დადგინდეს სიმართლე. რა ინფორმაციაც გვქონდა, მივაწოდეთ ოჯახს. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის გამოძიების მიმართულებით, დიპლომატიური არხებით. ამ მუშაობის ფარგლებში რაც არსებობს ინფორმაცია, მივაწოდეთ ოჯახს”, – განაცხადა იზორიამ.