საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას ზეიმობს

შობას ზეიმობს დღეს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრებში ღამის 11:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში, მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა აღავლინა.

საზეიმო ღვთისმსახურებაზე ილია მეორეს ეპისტოლე წაიკითხეს. წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ასევე დასრულდა 40-დღიანი მარხვა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

დღესასწაულის შემდეგ 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება.