გამოვლინდა საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე.
12-კაციანი ჟიურის წევრებმა კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ დაასახელეს. ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის შეტანა 9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ექვსი ქართული ფილმი იბრძოდა.