საქართველოს განახლებულ მთავრობაში მინისტრობის კანდიდატების სია პარლამენტს წარედგინა.
მამუკა ბახტაძის გუნდში სამი ახალი სახეა. მინისტრის პორტფელს დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ ჯანელიძე ემშვიდობებიან. ახალ მთავრობაში მათ მოადგილეები, გიორგი ჩერქეზიშვილი და დავით ზალკალიანი ანაცვლებენ. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი მამუკა ბახტაძის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა არის წარდგენილი.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გეგმით სიახლეები კიდევ სამ კვირაში უნდა განხორციელდეს, როდესაც პარლამენტს მთავრობის განახლებული სტრუქტურა წარედგინება დასამტკიცებლად.
სამინისტროების რაოდენობა 14-11-მდე მცირდება. ბახტაძე მმართველი გუნდის საპარლამენტო წევრებს სთხოვს, პროცედურები დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართოს და მინისტრების მოსმენები განახლებული სტრუქტურის წარდგენის შემდეგ მოხდეს.
როგორ წარიმართება პროცესი პარლამეტში და რომელი სამინისტროები შეიძლება გაუქმდეს,-დეტალები „მოამბეში“.