„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე რეგიონში ახალი რეალობა იქმნება, რომლის განხილვაც აუცილებელია. მისივე თქმით, დავით ზალკალიანთან ერთად უნდა განიხილონ ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვისპირეთის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პირველ რიგში აუცილებელია მათ აქტიური საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ რის შემდეგაც ნებისმიერი ტიპის ოპონირებისთვის მზად იქნებიან.