გაერო-ს რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი, ელჩი კახა იმნაძე ეხმაურება. ის აქცენტს დოკუმენტის მნიშვნელობაზე აკეთებს. მისი თქმით, რეზოლუციის მიღებამდე, გაერო-ში დებატები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მხარდაჭერა, რაც უკრაინის რეზოლუციამ მიიღო, უპრეცედენტოა. დოკუმენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და კრემლს შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.

განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმაც: „საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით,” – აცხადებს დავით ზალკალიანი.