საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას

საქართველო უკრაინის ერთიანობის დღეს უერთდება და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინისა და საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია და არსებული საფრთხის მიუხედავად, ორივე ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ბრძოლას ერთობლივად განაგრძობს.

აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. პარტნიორი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მიზნით, უკრაინის დროშის ფერებშია განათებული თბილისის ანძა. „სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს!“ – ასეთია ოფიციალური თბილისის მთავარი გზავნილი.