საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები შეფასებებს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე აკეთებენ. ეუთო-ში ამერიკის ელჩის, მაიკლ კარპენტერის თქმით, ქართველებმა დიდი საფასური გადაიხადეს 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თუმცა, საჭიროა რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყანას აქვს მიღებული და მთავრობამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეფასებითაც, საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად.