საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული ქვეყნებისგან მხარდაჭერას იღებს. რუმინეთის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ერთსულოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბულგარეთის ელჩის განცხადებით, საქართველომ სწრაფად შეძლო სამოქმედო გეგმის დასახვა და მას იმედი აქვს, რომ იხილავს შემდგომ პროგრესს.