საქართველოს ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა. სწორედ წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეკავათ. საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – 1-ელ ივნისსა და 27 იანვარს აღნიშნავს.