სავარაუდოდ, დღესვე წაუყენებენ ბრალს ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულს, ის ამ დროისთვის თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიჭრა, მას 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი. რომელთა გათავისუფლებაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოდ შეძლეს.