ტრაგედია საგარეჯოში

20 იანვრის ღამის პირველის ნახევარზე, 15-წლიანი გამოცდილების მქონე ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან თითქმის უწყვეტად, ერთი საათის განმავლობაში, როგორც თვითმხილველები ამბობენ, დამიზნებით ისროდა ყველა მიმართულებით, სადაც ადამიანებს ხედავდა. ისროლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და პოლიციის ეკიპაჟის მიმართულებითაც, რა დროსაც პოლიციის უფროსი ლეიტენანტი 38 წლის ოთარ ღვინაშვილი მაღაზიის კონსულტანტ ქალს გადაეფარა. ოთარ ღვინაშვილს ტყვია გულის არეში მოხვდა. შემზარავ ფაქტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაიჭრა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითლიკვიდაციით დაასრულა.

მეორე დღეა, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საგარეჯოში იმყოფება ჩვენი ჟურნალისტიც და ბოლო ინფორმაციით, შალვა სუმბაძე ჩაგვერთვება ტრაგედიის ადგილიდან – პირველ რიგში, როგორია დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

აქტუალური შაბათი