საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ-ში დაფიქსირდა.

სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა.