დაზუსტებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დაზუსტებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დაზუსტებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში იყო, – ამის შესახებ პირველ არხს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს.

სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6. მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით, 22:40 საათზე მოხდა.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა, მისი სიმძლავრე კი 5.7 მაგნიტუდა იყო.