სავაჭრო პალატა საქართველო-საუდის არაბეთის მასშტაბურ ბიზნესფორუმს მასპინძლობს. მასში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, მათ შორის საუდის არაბეთის 60-ზე მეტი უმსხვილესი და 200-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი. ფორუმი სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნეს. ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთისა და საქართველოს ბიზნესსაბჭოს მესამე სხდომაც იმართება, სადაც მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე მსჯელობენ. ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა სამ კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოში 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.