ახალი პროექტი ქალი მეწარმეებისთვის

18:51, 21.11.2024

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ – სავაჭრო პალატა კანადის მთავრობის მხარდაჭერით ქალი მეწარმეებისთვის ახალ პროექტს იწყებს.

შეირჩა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროგრამის მიზანია მეწარმეების ბიზნესის გაციფრება, რათა ისინი უფრო მორგებული იყვნენ თანამედროვე გამოწვევებზე. დარგის ექსპერტები და მეწარმეები ტრენინგების პარალელურად ჩაატარებენ მასტერკლასებს და შეხვედრებს.

მსგავსი