„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2”- მხარეთა პოზიციები „მოამბეში“
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2”- საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებული, წერილობითი გადაწყვეტილება, რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება. მანამდე კი, დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა.
სასამართლოს სხდომა, თბილისის დროით, 11:00 საათზე საქართველოს პოზიციის წარდგენით დაიწყო.
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა, ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა შესავალ სიტყვაში ეთნიკურ წმენდასა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ისაუბრა.
რაც ეხება რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარსდგა, შემდეგ კი, ადვოკატმა ისაუბრა.