„ლამინირებული“ პირადობის მოწმობების უსასყიდლოდ ჩანაცვლება იწყება

დღეიდან იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ლამინირებულ პირადობის მოწმობებს ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უფასოდ შეუცვლის, ამისთვის მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

1-ლი ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები უქმდება. ამას „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ითვალსიწინებს. ძველი ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეები ვერც 2024 წლის არჩევნებში შეძლებენ ხმის მიცემას.