სამართლებრივი ფორუმი საქართველო-სომხეთს შორის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. დისკუსია სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკების განვითარებაზე. აქცენტი გაკეთდა ორმხრივად მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინოვაციებზე იუსტიციის სამინისტროების ფარგლებში. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ერევანში 11-12 აპრილს იმართება.