ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგ მმართველი გუნდი გერმანიასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერების ელის. სწორედ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმო გერმანიის კანცლერის და პრემიერ ბახტაძის დღევანდელი გამოსვლების დიდი ნაწილი.
თბილისი ბერლინიდან სოლიდურ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. იგულისხმება საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის პროექტი, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.
მერკელს თან გერმანელი ბიზნესმენების ჯგუფი ახლავს. პოტენციური ინვესტორები ორი დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.