საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოს პრეზიდენტმა, საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები. დაჯილდოების ცერემონია ქალაქ ბერნში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-შვეიცარიის ისტორიული ურთიერთობების შესახებ ისაუბრა, რომელშიც გარკვეულ ეტაპებზე, ქალთა ჩართულობა და მათი როლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შვეიცარიის კონფედერაციაზე, როგორც საქართველო – რუსეთს შორის მედიატორზე.