ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრას ამ წუთებში დავით ბაქრაძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებიან, მანამდე შეხვედრა შედგა სანდრო რაქვიაშვილთან, ანა ბუჩუკურთან და გიორგი ვაშაძესთან.

დღის განმავლობაში დელეგაციის წევრები შეხვდებიან მმართველი გუნდის ლიდერებს. კომიტეტის წევრები, ქართველი პოლიტიკოსებისგან ინფორმაციას მოისმენენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, რის შემდეგაც ანგარიშს მოამზადებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

მოამბე

დატოვე კომენტარი