საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში

„დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრად საქართველოს არჩევას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირებს. საქართველო ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მმართველ საბჭოში საქართველოს მიღება იმ ხელშესახები პროგრესის შედეგია, რასაც საქართველომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გზაზე მიაღწია. ეს ასახულია კონკრეტულ სარეიტინგო მაჩვენებლებში, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში. „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველ საბჭოში, 2019 წლის 28 ოქტომბრიდან, 30 წევრი ქვეყანაა, მათ შორის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და საქართველო.