„საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ - ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა
„საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ -საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენა საქართველოს ეროვნული არქივის, უკრაინის სახელმწიფო არქივისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ არის ორგანიზებული.
გამოფენა მოიცავს საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლის წინანდელ – 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ 60-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც დაცულია საქართველოსა და უკრაინის საარქივო დაწესებულებებში.
ექსპოზიცია ეროვნულ არქივში 9 აპრილამდე გაგრძელდება.